მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერაყის უდიდესი პორტი არეულობის გამო დაიხურა

5dbfdb844083f
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 21:00
1073

ერაყის ქალაქ ბასრასთან ახლოს უმ-კასრის უდიდესი პორტი არეულობის გამო დახურულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებს მისკენ მიმავალი გზა სრულიად ბლოკირებული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მარცვლეულის, მცენარეული ზეთებისა და შაქრის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ზღვის გავლით შეაქვთ.


ერაყის პრემიერ-მინისტრმა მომიტინგეები პოტენციური საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ადელ აბდულ მაჰდის თქმით, პორტის გაჩერებით, ქვეყნის ეკონომიკა მილიარდობით დოლარს დაკარგავს.


"პორტში ყველა მიწოდება ამჟამად შეჩერებულია, გზები გადაკეტილია. შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით გემების მიღება, რომლებიც პორტში შემოვიდნენ. პორტების დახურვა პირდაპირ იმოქმედებს მოქალაქეებზეც",- განუცხადა მედიას უმ-კასრის პორტის დირექტორმა საფა აბდულ-ჰუსეინმა.


შეგახსენებთ, ერაყში საპროტესტო გამოსვლები 1 ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა ქუჩებში სოციალურმა პრობლემებმა გამოიყვანა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ახალგაზრდების დასაქმებას და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. ისინი ასევე უმუშვრობის დონეს აპროტესტებენ.