10.ოქტომბერი .2019 19:25

ერდოღანი ევროპას 3, 6 მილიონი ლტოლვილით ემუქრება

views 646
უკან

თურქეთის პრეზიდენტი სირიაში განხორციელებული სამხედრო იერიშების შემდეგ, საერთაშორისო კრიტიკას გამოეხმაურა.

რეჯეპ ტაეპ ერდოღანი ევროპულ სახელმწიფოებს საზღვრების გახსნითა და 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის გაშვებით ემუქრება.


"ჰეი, ევროპა გაიღვიძე, კიდევ ერთხელ გეტყვით: თქვენ თუ ჩვენს ოპერაციას შეჭრად აფასებთ, ჩვენი დავალება მარტივი იქნება, კარებს გავხსნით და 3,6 მილიონი ადამიანი თქვენკენ წამოვა’’ ,- განაცხადა ერდოღანმა ანკარაში.


როგორც ერდოღანი ამბობს, თურქეთის ჯარებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ოპერაციის ფარგლებში 109 ქურთი ტერორისტი გაანადგურა.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის სამხედრო ოპერაცას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. შტატები ანკარას  მკაცრი სანცქციებით ემუქრება.