მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს

5de283aec987a
თელარა გელანტია
30.11.19 18:56
1771
"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს

მისი თქმით, TANAP-ის გაზსადენი საქართველოს გავლით შედის ანატოლიაში და ამაში თავად საქართველოს ძალისხმევა დიდია.

"ამაყი ვარ, რომ მოთმინებითა და ძალისხმევით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი 7 წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის გრძელი პერიოდი წარმატებით დასრულდა. პრეზიდენტ ალიევის პირადი ძალისხმევითა და საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დათქმულ ვადებში ასეთი წარმატებით დასრულება", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.