თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში, რომლის შინაარსსაც პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, გიორგი გახარიას ლიდერობით, ორ ქვეყანას შორის, მომავალშიც გაგრძელდება არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, პირადად ჩემი და თურქეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის საქმიანობის გაგრძელებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. დაე, ახალმა წელმა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს რეგიონს მოუტანოს მშვიდობა და სიკეთე“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის