მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი: კაფეების გახსნის სამოქმედო გეგმა მომავალ კვირას გამოქვეყნდება

602e5b7446451
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.21 00:30
767
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში მარტიდან შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ერდოღანის განცხადებით, მარტში ქვეყანა თანდათან ნორმალიზაციის ეტაპზე გადავა. მისი თქმით, კარანტინი, რომელიც ქვეყანაში დეკემბრიდან მოქმედებს, პროვინციებში არასამუშაო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, თანდათან მოიხსნება.

„რესტორნებისა და კაფეების გახსნის სამოქმედო გეგმა მომავალ კვირას გამოქვეყნდება “, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის პროვინციებს ოთხ კატეგორიად დაყოფს, რომელიც ინფიცირებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლით განისაზღვრება.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 5.19 მილიონ ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა, რაც მოსახლეობის 6.2%-ია, ამასთან მოსახლეობის 0.9%-ს ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდა. თურქეთში ვაქცინაციის პროცესი ჩინური SinoVac-ის მეშვეობით დაიწყო, მასთან ერთად იგეგმება Pfizer-ის ვაქცინების გამოყენებაც. ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,482,435-ია, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი დღეში დაახლოებით 8 ათასია.