02.აგვისტო .2021 10:45

ერდოღანი: "საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად ვხედავთ”

ერდოღანი: "საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად ვხედავთ”
views 701
უკან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას Facebook-ით უხდის. ცნობისთვის, ღარიბაშვილმა გუშინდელი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც ერდოღანი წერს, რომ მასსა და ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბრისას ორმა მხარემ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილა.

„ბატონ ღარიბაშვილს მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ მან თურქეთის ხანძრის გამო მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უფრო აზრიანი გახდა. სატელეფონო საუბრისას ასევე აღვნიშნე, რომ საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად ვხედავთ”, - წერს ერდოღანი.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის Facebook-პოსტის მიხედვით, მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ერთად მოქმედების საჭიროებას, განსაკუთრებით რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ხაზების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კუთხით.