თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს და მოუწოდებს პარლამენტს განაცხადის რატიპიცირების პროცესი დაიწყოს.
ამ განცხადებას ანკარაში ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს ვიზიტი უძღოდა წინ, რომელმაც შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებაზე ერდოღანთან მოლაპარაკებები გამართა.
თურქეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე მიესალმა იენს სტოლტენბერგი და გაიმეორა, რომ NATO-ს წევრობით ორივე ქვეყანის უსაფრთხოება გაძლიერდება. თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია თურქეთის პარლამენტმა შვედეთის განაცხადის რატიფიცირებაც მოახდინოს.
„გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მიდგომის საფუძველზე“, – განაცხადა ერდოღანმა. საუბარია ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერებზე, რომელთაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს შვდეთში. ერდოღანი ამ პარტის ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ამას უკავშირდება შვედეთის მიმართ მისი პრეტენზიებიც.
როგორც DW წერს, მოსალოდნელია, რომ თურქეთის პარლამენტში ფინეთის განაცხადის რატიფიცირების პროცესი მაისში დაგეგმილ არჩევნებამდე დასრულდება. ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. მათ წევრობაზე განაცხადს NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი