მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანის მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად $15 მლრდ-ის გამოყოფას გეგმავს

5e725db3cca78
თამთა ჯიჯავაძე
18.03.20 21:41
1028
ერდოღანის მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად $15 მლრდ-ის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, გადავადდება სესხები, და შემცირდება ცალკეულ სექტორებში გადასახადების ტვირთი.

ეკონომიკის მხარდასაჭერად 100 მილიარდი ლირის ოდენობის პაკეტის მობილიზება იგეგმება, რაც 15 მილიარდ დოლარზე მეტია.

მთავრობა აღნიშნული ზომით კორონავირუსის ეკონომიკაზე გავლენის შემსუბუქებას შეეცდება.

შეგახსნებთ, თურქეთში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა, ხოლო გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ერდოღანმა მოუწოდა ბანკებს არ შეზღუდონ სესხები, ხოლო კომპანიებს მოუწოდა არ შეამცირონ სამუშაო ადგილები. ის ასევე ავიაკომპანიებს მხარდაჭერას დაჰპირდა.