მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანის პოლიტიკით იმედგაცრუებული ინვესტორები: ელოდება თუ არა თურქეთს ეკონომიკური კოლაფსი

5da80abdeb47b
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 13:19
2863
თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო შეტევის შემდეგ, თურქი მეწარმეები მათი ქვეყნის ეკონომიკისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.

თურქეთის საავტომობილო მომწოდებლებლის (Taysad) ასოციაციის პრეზიდენტი ალპერ კანკა იმედგაცრუებულია და სირიაში თურქი ჯარის ქმედებებს გმობს. აღსანიშნავია, რომ კანკა იზმირთან ახლოს, Volkswagen–ის ქარხნის მშენებლობას მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებდა, თუმცა გერმანულმა კონცერნმა, განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკან დაიხია და საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში საწარმოს გახსნა გადაიფიქრა.

"თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაშინ ასეთი სიახლეები სავალალოა", - აღნიშნავს თურქი ბიზნესმენი.

მის მსგავსად, დღეს ბევრი თურქი მეწარმე ფიქრობს, რომ სამხედრო შეტევა ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ეკონომიკას სერიოზულად ავნებს. აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს მასობრივი სანქციებით, თუ ის ქურთებზე შეტევას განახორციელებდა, მუქარა კი ახლა, ტრამპმა რეალობად აქცია. თეთრმა სახლმა ანკარას საბაჟო გადასახადები გაუძვირა, რამდენიმე მინისტრი და სამინისტრო კი შავ სიაში შეიყვანა. ამასთან, აშშ-მა თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებიც შეწყვიტა.
 
შედეგად, თურქული ბანკის Denizbank–ის ანალიზში წერია, რომ "თურქეთის ფინანსური ბაზრები მასობრივად პოლიტიკურ დღის წესრიგშია", - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ პარტნიორებთან დავა ვერ მოგვარდება, თურქეთს კიდევ ერთი ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება.
 
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პირველმა პირმა სირიაზე შეტევა მას შემდეგ განახორციელა, რაც ტრამპმა შტატების სამხედროები სასაზღვრო ზონიდან გაიყვანა. ოპერაციის მიზეზად, თურქეთი რეგიონში უსაფრთხო ზონის შექმნასა და ტერორისტების განადგურებას ასახელებს. თურქეთის მოქმედებებმა საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. ევროკავშირის მრავალმა ქვეყანამ ანკარასთან სამხედრო შეიარაღების მიყიდვაზე უარი განაცხადა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და ა.შ.
X