მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის დასრულების გზები განიხილა

62ff3af3c2476
მარიამ ვარადაშვილი
19.08.22 11:55
580
ლვოვში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გზები განიხილეს. ზელენსკის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გარდა, ამ შეხვედრას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშიც ესწრებოდა.

ერდოღანმა გაეროს ჩართულობით რუსეთ-უკრაინას შორის მიღწეულ მარცვლეულის ექსპორტში მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა, რომლითაც უკრაინის ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი მიმდინარეობს.

ერდოღანის ინფორმაციითვე, სამმხრივ შეხვედრაზე ომის ტყვეების გაცვლის საკითხიც განიხილეს და ამ საკითხს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც განიხილავს. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერომ უნდა უზრუნველყოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ატომური სადგურის უსაფრთხოება.

ცნობისთვის, ლვოვში თურქეთის პრეზიდენტ გაეროს გენ.მდივანის და უკრაინის პრეზიდენტ სამმხრივი სამიტი გუშინ დასრულდა.