მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანმა 1 ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დააანონსა

5ed0ed4ef30af
ნათია თაქთაქიშვილი
29.05.20 15:15
960
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პირველი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება.

"პირველი ივნისიდან სრულად მოიხსნება ქალაქებს შორის გადაადგილებაზე აკრძალვა. ასევე, პირველი ივნისიდან გაიხსნება პლაჟები და ეროვნული პარკები; რესტორნები, კაფეები, აუზები და სპა-სალონები მუშაობას განაახლებენ. მომხმარებლების მიღება 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ზაფხულის დასაწყისიდან საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ. ამასთანავე, 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ პირებისათვის გარეთ გასვლის შეზღუდვა ძალაში რჩება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 160,979 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4, 461 ადამიანი გარდაიცვალა.