24.ნოემბერი .2022 13:24

ერდოღანმა თურქეთის უდიდესი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური ოფიციალურად გახსნა

ერდოღანმა თურქეთის უდიდესი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური ოფიციალურად გახსნა
views 1809
უკან

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთში უდიდესი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი "იუსუფელი" ოფიციალურად გახსნა.

ერდოღანის განცხადებით, "იუსუფელის" ჰიდროელექტროსადგური თურქეთის ათწლიანი შრომის და განვითარების შედეგია, რომელიც ქვეყანას უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს შეადგენს, რაც დაახლოებით 100-სართულიანი შენობის შესაბამისია. მოცულობა 2.13 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო ჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრე 1.9 მილიარდ კვტ/სთ-ს აღწევს.

ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ელექტროსადგური თურქეთს ყოველწლიურად დაახლოებით 270 მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს და ის ბოლო ათწლეულში განხორციელებული უმსხვილესი მეგაპროექტია.

წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესი 2012 წელს დაიწყო, "იუსუფელის" კაშხალი მდინარე ჭოროხზე მდებარეობს, ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით.

"ეს პროექტი თურქეთის განვითარების, მონდომების, ნიჭიერებისა და ინჟინერიის საამაყო სიმბოლოა", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.