მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერეკლე ღვინიანიძე: "სააღსრულებო წარმოება უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს"

6093d3aca3865
BM.GE
06.05.21 15:30
960
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

ერეკლე ღვინიანიძის თქმით, აღსრულების პროცესი მეტად მოქნილი და ეფექტიანი უნდა იყოს, რისთვისაც იგეგმება როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ბიუროს მიდგომის დახვეწა და შეცვლა.

ბიუროს თავმჯდომარე გეგმავს, უახლოეს პერიოდში თითოეული რეგიონის თანამშრომლებს ადგილზე შეხვდეს და პირადად გააცნოს მათ ბიუროს ახალი მიდგომები და ხედვები.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მიმდინარე წლის 29 აპრილიდან თავმჯდომარის პოსტს ერეკლე ღვინიანიძე იკავებს.