მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი covid-კლინიკების შემოწმებაზე კომენტარს აკეთებს

6253edb06edc2
მარიამ ვარადაშვილი
11.04.22 13:26
544
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ covid-კლინიკები მუდმივად მოწმდებიან, ხოლო ფინანსური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან.

ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც covid-კლინიკებში დაწყებულ შემოწმებებს უკავშირდებოდა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, მოსალოდნელია თუ არა, რომ შემოწმებების შემდეგ რიგ კლინიკებს პანდემიის პერიოდში ბიუჯეტიდან მიღებული თანხების უკან დაბრუნება მოუწიოთ.

“კლინიკების შემოწმება ერთჯერადი პროცესი არ არის, არამედ სისტემური ხასიათის იქნება. ფინანსურ ნაწილთან ერთად, კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხითაც აქტიურად ვამოწმებთ. კლინიკებს გონივრული ვადა ეძლევათ პრობლემების გამოსასწორებლად და 2-3 კვირიან პერიოდში განმეორებით მოწმდებიან; თუ იგივე პრობლემა დაფიქსირდა, სხვადასხვა სანქციას ვიყენებთ. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს თუ არის საჭიროება უკვე ანაზღაურებული თანხმების კორექტირების და ა.შ ასეთი ფაქტები თუ იქნება, არ ვიცი, ჯერ ვერ გეტყვი, შესაბამისი თანხა ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს”, - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.