მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკს ახალი ვებგვერდი nbg.gov.ge აქვს

6101527f0f716
ინგა მურუსიძე
28.07.21 19:45
3699
ეროვნულ ბანკს ახალი ვებ-გვერდი nbg.gov.ge აქვს. როგორც bm.ge-ს სებ-დან აცნობეს, ვებგვერდი სატესტო რეჟიმში გაეშვა.

„დღეიდან, სატესტო რეჟიმში გაეშვა საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ვებგვერდი სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით, ფუნქციონალით და ფორმატით. საწყის ეტაპზე, გარკვეული პერიოდით, ახალი ვებგვერდის პარალელურად, ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც.

დაინტერესებული პირების საყურადღებოდ, რომლებიც ვებგვერდზე გარკვეული სერვისებით (სიახლეები, პრესრელიზები) სარგებლობთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ძველ ვებგვერდს შეეცვლება დომენი და შემდეგ მისამართზე - old.nbg.gov.ge იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ, შესაძლებელია გარკვეულ სერვისებზე გქონდეთ შეფერხება.

იმისათვის, რომ უწყვეტად გქონდეთ წვდომა ეროვნული ბანკის ახალი ვებგვერდის სერვისებთან და მიიღოთ სასურველი ინფორმაცია, გამოიწერეთ განახლებული ვებგვერდი დააჭირეთ ღილაკს - „გამოწერა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
(NS)