მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკში სამართლებრივი აქტების ონლაინ პორტალი ამოქმედდა

566eab2edd4d8
BM.GE
14.12.15 15:41
1559
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და საძიებო სისტემის შემუშავების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ონლაინ საძიებო პორტალი შექმნა.
 
სებ-ის ცნობით, ელექტრონული პორტალი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება მიბმული და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მარტივად მოიძიოს საქართველოს საფინანსო სექტორთან დაკავშირებული მისთვის საინტერესო სამართლებრივი აქტები ელექტრონულად, როგორც მოქმედი ისე ძალადაკარგული, ასევე მათი ვერსიები.

"სისტემის საძიებო საიტი საშუალებას მისცემს მომხმარებელს მოიძიოს დოკუმენტი სათაურში სიტყვით ან ფრაზით, დოკუმენტის ნომრის მიხედვით, დროის პერიოდის მიხედვით, წლების მიხედვით, დოკუმენტის თემატიკის, დოკუმენტის მიმღები ორგანოსა და ხელმომწერი პირის მიხედვით და ა.შ. პორტალის მისამართია -www.legal.nbg.gov.ge , რომელზე გადასვლა ეროვნული ბანკის ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურ სექტორს სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელო შესთავაზა. გამოცემა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური სექტორის საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტების კრებულს წარმოადგენს", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.