მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი - აგვისტოში სესხების ლარიზაცია 44.1%-მდე გაიზარდა

5d8b170b8d1cf
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.19 14:30
1084
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოს საბანკო სექტორის მიერ გაცემულ მთლიან სესხებში ეროვნული ვალუტის წილი 44.14%-ს შეადგენს, რაც ივლისში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 0.77%-ით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, 0.65 პროცენტული პუნქტით მეტია. 

სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ ჯამურად გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 214.05 მლნ ლარით (0.73%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.99%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 29.56 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.10 მლნ ლარით (2.51%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 105.04 მლნ ლარით (0.63%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.18%-ით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.00 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.26%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.66 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.69%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16%-ით მეტი).

2019 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 23.57 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 15.13 მლრდ ლარი შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.