საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედი 15 კომერციული ბანკის აქტივების მოცულობა მზარდია.
2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 546.6 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ნოემბრისათვის 46.3 მლრდ ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 11.9 პროცენტია.
რაც შეეხება სესხების მოცულობას, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით (2.11%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.63%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 30.75 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 204.79 მლნ ლარით (1.52%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 430.47 მლნ ლარით (2.59%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.71%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.49%-ით მეტი).
2019 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.30%-ით, ანუ 198.19 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 15.42 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.51 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი