28.ივნისი .2022 17:26

ეროვნული ბანკი 2022 წელს ქვეყანაში მხოლოდ 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკი 2022 წელს ქვეყანაში მხოლოდ 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს
views 828
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს ეროვნული ბანკი ქვეყანაში მხოლოდ 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის. ეს პროგნოზი მაისში გამოქვეყნებული მაჩვენებლის ანალოგიურია, თუმცა მაისის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა, ასევე გაიზარდა ექსპორტი და ფულადი გზავნილები. ამ ფაქტორების მიუხედავად, ეროვნული ბანკი ზრდის პროგნოზსს უცვლელად ინარჩუნებს.

27 ივნისს “თიბისი კაპიტალმა” საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8%-10%-მდე გაზარდა.

ზრდის მიმართულებით გადახედა პროგნოზს მსოფლიო ბანკმაც, რომელმაც ივნისის დასაწყისში ეს პროგნოზი 2.5%-დან 5.5%-მდე გაზარდა.

უცვლელია საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რომელიც ქვეყანაში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა