საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა წარუდგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სებ-ი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციას მიესალმება. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ უფრო მეტი აქცენტის გაკეთება შიდა ვალის აღებაზე, ვალის პორტფელის დედოლარიზაციას უწყობს ხელს.
"მნიშვნელოვანია, რომ, გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების ზრდის ფონზე, ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი ან ნაკლები) უბრუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2022 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად რეალური ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და ეკონომიკის ციკლური პოზიცია დადებითია - ეკონომიკური აქტივობა აჭარბებს მის პოტენციურ დონეს, რაც პრო-ინფლაციურია. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკა მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ ეკონომიკური აქტივობა მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და შესაბამისად, გამოშვების გაპი დაიხურება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ფისკალური სტიმულის შემცირებას. თუმცა ასევე ხაზგასასმელია, რომ მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესების პარალელურად, როდესაც ფისკალური სტიმულის საჭიროება შემცირებულია, 2023 წელს ფისკალური კონსოლიდაციის იმაზე უფრო მეტად დაჩქარება, ვიდრე ბიუჯეტის პროექტი მოიაზრებს, ერთი მხრივ, იმპორტის შემცირების გზით საგადასახდელო ბალანსს გააუმჯობესებს, ხოლო მეორე მხრივ, მთლიან მოთხოვნაში ნაკლებ წვლილს შეიტანს, რაც, საბოლოოდ, ინფლაციური წნეხის შერბილებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყარო, ვალდებულებები, საგარეო ვალდებულებების კლების ხარჯზე მცირდება. აღნიშნული ტენდენცია დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ვალის დედოლარიზაციაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს. 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია ვალდებულების წმინდა ზრდის 2,370 მლნ ლარიანი დონე, რაც 147.0 მლნ ლარით ნაკლებია 2022 წელს დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით. ამ შემცირების მთელი წილი (ვალდებულებების ცვლილების 166.0 პროცენტი) საგარეო ვალის შემცირებაზე მოდის, საშინაო ვალდებულებების წილი კი პირიქით იზრდება (ვალდებულებების ცვლილების 66.0 პროცენტი). იზრდება მთავრობის საშინაო ვალის წვლილიც (მთავრობის ვალის 10.6 პპ), ხოლო საგარეო ვალის წვლილი მთლიანი ვალის მოცულობაში (28.3 პპ) კი მცირდება.
საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო