მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი 25 მარტს $40 მილიონს გაყიდის

5e79ef7073014
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.20 15:29
1072
საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტს კიდევ ერთ სავალუტო ინტერვენციას განახორციელებს და $40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

"კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ­­ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლარი სწრაფი ტემპით გაუფასურდა, ამჟამად Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.48 ლარი ღირს. ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 3.2389 ლარი, ევროსი კი 3.4578 ლარია.