მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი დღეს $40 მილიონს გაყიდის

5f6a047153893
თელარა გელანტია
23.09.20 10:15
693
საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს $40 მილიონს გაყიდის. აღნიშნული სებ-მა გუშინ დაანონსა.

ცნობისთვის: 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა. დღეისთვის ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია.

შეგახსენებთ: 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.

სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.