მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი EBRD-თან $200 მლნ-ის სვოპ ოპერაციებზე გააფორმებს შეთანხმებას

5e8de17b5804a
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.20 18:35
2335
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს საფინანსო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ევროვნული ბანკი EBRD-თან $200 მილიონი დოლარის მოცულობის სვოპ ოპერაციების შესახებ აფორმებს ხელშეკრულებას.

მოზიდული თანხით, კი ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ასევე სვოპ არხის გამოყენებით გეგმავს დამატებითი ლიკვიდური აქტივების მიწოდებას.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან განხორციელდეს მოლაპარაკება და გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება მათთან 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სავალუტო სვოპ ოპერაციის შესახებ. სავალუტო სვოპ ოპერაციების პირობები განისაზღვროს მხარეთა შორის შეთანხმებით,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებულ განკარგულებაში.

თავად ეროვნული ბანკი კი როგორც კომერციული ბანკების მიმართ, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ $200-200 მილიონის სვოპ ტრანზაქციების დადებისთვის გამოთქვამს მზადყოფნას.

“ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) აშშ დოლარის მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის. სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სვოპ ოპერაცია წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი წინასწარ განსაზღვრული ვადით, აუქციონის წესით ყიდულობს უცხოურ ვალუტას სპოტ კურსით, მისი ფორვარდული კურსით უკან გაყიდვის პირობით.