მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

5f69d1cb5697b
BM.GE
22.09.20 14:26
2613
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი.

ცნობისთვის: ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.25 ლარი ღირს. ვაჭრობა 3.2275-ის ნიშნულზე გაიხსნა.

შეგახსენებთ: 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.

სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.