მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებში ნაღდი ფულის ნაკადის რისკის შეფასებაზე ნაშრომს აქვეყნებს

5f18464b0060c
BM.GE
22.07.20 18:00
885
საქართველოს ეროვნული ბანკი, ქვეყნის საბანკო სექტორის ფულადი ნაკადების შესახებ ანალიტიკურ კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტი საბანკო სექტორში ლიკვიდობის რისკის მაჩვენებელზე ბანკის მოგების განაწილების შეფასებას ისახავს მიზნად. 

"განხილულია ნაღდი ფულის ნაკადის რისკი (Cash Flow at Risk - CFaR). შეფასებები წარმოდგენილია როგორც მთლიანი საბანკო სექტორისთვის, ასევე საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკისათვის ცალ-ცალკე. ნაშრომში გათვალისწინებულია მონეტარული პოლიტიკის საბანკო სექტორის მოგებაზე შესაძლო არაწრფივი ზეგავლენა.

მედიანურ შეფასებებთან ერთად წარმოდგენილია კვანტილური რეგრესიის შედეგებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ განაწილების ბოლოებთან დაკავშირებული რისკები. კვანტილური შეფასების თანახმად, ბანკის მოგებასა და შემოსავლიანობის მრუდს შორის დამოკიდებულება ასიმეტრიულია.

მიღებული შედეგების თანახმად, საბანკო სექტორის მოგება დადებითად დამოკიდებულია მოკლევადიან და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე, თუმცა ეს დამოკიდებულება არაწრფივია. აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის მომგებიანობა ფინანსური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია; წარმოდგენილი მიდგომა ბანკებს და ანალიტიკოსებს გაუადვილებს ლიკვიდობის რისკების შეფასებას და ლიკვიდობის მართვას,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. 

კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ბლოგზე, ხოლო ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.