მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი კონკურსს აცხადებს

5de7fc5a3fe4c
BM.GE
04.12.19 22:35
1207
ეროვნული ბანკი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს.

როგორც ეროვნული ბანკი იტყობინება, 2020 წელს, იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა იქნება. ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ტოკიოში, ივლის-აგვისტოში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები საქართველოდანაც.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს სპორტული ასპარეზობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.