მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს 2 თვით აჩერებს

5e78ceee2a351
თელარა გელანტია
23.03.20 18:59
800
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით, ორი თვის ვადით აჩერებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ორი თვის ვადით ჩერდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად/ფილიალად, სესხის გამცემ სუბიექტად/ფილიალად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, სპეციალიზირებულ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად რეგისტრაციის, ლიცენზირების, ნებართვების, ავტორიზაციის/აღიარების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას.

#დარჩისახლში