ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების წინასწარი შეკვეთით რეალიზაციის პრაქტიკას და ამჯერად მეფე ბაგრატ III და მეფე ფარნავაზ I - ის თემებზე (სერია - საქართველოს მეფეები) ოქროსა და ვერცხლის მონეტების შეძენით წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს. მონეტების გამოშვება 2023 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მონეტების სრული სარეალიზაციო ფასი მათი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით. წინასწარი შეკვეთისთვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია/რეგისტრაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე - და განათავსონ შეკვეთა. მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაიხადოს ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტის შემთხვევაში 1000 ლარი, რაც შესაბამისი მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია.
წინასწარ შეკვეთილი მონეტების მიწოდება მოხდება მონეტების გამოსვლის შემდეგ, ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდის მეშვეობით გადახდის მეორე ეტაპის განხორციელების პირობით, რაც მოიცავს მონეტის ღირებულების დარჩენილ გადასახდელ თანხას, ასევე მიწოდებისა და დაზღვევის საფასურს.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია "საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე" შეთანხმებაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე და რომელსაც მომხმარებელი ეცნობა შეკვეთის განთავსებამდე.
აქვე, დღემდე განხორციელებულ წინასწარ შეკვეთილ მონეტებთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ევრობასკეტის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტების გამოშვება - რეალიზაცია დაგეგმილია სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტო - სექტემბერში, მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების - სავარაუდოდ მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების - სავარაუდოდ 2023 წლის თებერვალ - მარტში. აღნიშნული მონეტების გამოშვება - რეალიზაციის ზუსტი თარიღები საზოგადოებას ეცნობება მათი რეალიზაციის დაწყებამდე.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი