16.მარტი .2020 19:30

ეროვნული ბანკი მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადადის

views 274
უკან

მსოფლიოსა და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი დღეიდან მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, - ამის შესახებ bm.ge-ს სებ-იდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 50% დისტანციურად ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის საშუალებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. 

იმავდროულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ეროვნული ბანკის როგორც ცენტრალური და დამხმარე ოფისების, ისე საკასო ცენტრის სადეზინფექციო წესით დამუშავების პროცედურა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში შემდეგი სახის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით.

„კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.

ამ პერიოდში, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციას დისტანციურად ვებ პლატფორმითა და ონლაინ კონფერენციის მეშვეობით აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც კომიტეტის მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით.

ასევე, 1-ელი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს ფულის მუზეუმი ყვარელში ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით - www.moneymuseum.nbg.gov.ge“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა