საქართველოს ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანია "ველსის" ლიცენზიის გაუქმებაზე ახალ განცხადებას ავრცელებს. სებ-ი აღნიშნავს, რომ მათ მიერ ორგანიზაციის საქმიანობის დეტალური შესწავლის შედეგად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონისა და ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოვლინდა, სწორედ ამ დარღვევებს ეფუძნებოდა 2021 წლის 18 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმებაზე.
"საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობაა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და ინვესტორთა და ფიზიკური პირების უფლებების დაცვას. ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად, იგი ახორციელებს საფინანსო სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობას, მათი საქმიანობის შეფასებასა და შემოწმებას. რიგ შემთხვევებში, საქმიანობის შეფასების პროცესში ვლინდება კანონმდებლობის დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სერიოზულობიდან გამომდინარეც, ეროვნული ბანკი იყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს - დაწყებული წერილობითი ინსტრუქციებიდან, გაფრთხილებებიდან და შეზღუდვებიდან, დასრულებული კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" (ს/ნ: 406239565) საქმიანობის შესწავლის შედეგად ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, კომპანიას გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N12 განკარგულება და ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/document/view/5105766?publication=0 .
საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიას აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა; საბროკერო მომსახურებების ჩამონათვალი განსაზღვრულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საბროკერო მომსახურებები, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს კლიენტებისათვის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით საინვესტიციო კონსულტაციის, რჩევებისა და რეკომენდაციის გაწევას, კლიენტების სახსრების მართვას; უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზებას და ა.შ.
ნებისმიერი ამ მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია როგორც კლიენტებისათვის, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და მთლიანად საზოგადოებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან მიმართებით და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების სერვისებით,"- ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი