საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საფინანსო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემთა მეცნიერებაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება სულ უფრო ფართო სახეს იღებს მსოფლიო მასშტაბით, რაც ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილების ხარისხსაც, თუმცა ამავე დროს თან ახლავს სპეციფიკური რისკები.
მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება ქართულ საფინანსო სექტორშიც იზრდება. მათი ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მოდელის რისკის მართვის დებულება.
"დებულების საბოლოო სახის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია დებულების მოქმედების სფეროში შემავალი სუბიექტების მოსაზრებების გაცნობა. შესაბამისად, საჯარო კონსულტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემებზე ორიენტირებული მოდელის რისკის მართვის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს. დებულების მიზანია მოდელის რისკის მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და რისკების ეფექტურად მართვის ხელშეწყობა.
მოდელის რისკის მართვის დებულება განსაზღვრავს მოდელის აგების, ვალიდაციისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები მოდელის მართვასთან დაკავშირებით. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება, მისი დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის.
მოდელის რისკის მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ითვალისწინებს დღეს, ფინანსურ სექტორში არსებულ პრაქტიკას და გამოწვევებს, და მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილებას", – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
აღნიშნული დებულების გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=696. საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებებისა და შენიშვნებისა მიღებას. პროექტზე მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია 2020 წლის 4 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე MRM@nbg.gov.ge".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?