მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

5ed120810f376
BM.GE
29.05.20 18:46
691
საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი დედამიწის დღე; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი. 

"1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფოა და პოლიტიკური წყობილების მუდმივი და უცვლელი ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე.

2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას.

საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე", - ნათქვმია ეროვნული ბანკის განცხადებაში.