მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

5f904770ea2b7
ინგა მურუსიძე
21.10.20 18:43
829
საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით, აცხადებს კონკურსს შემდეგ ორ თემაზე: დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე (სერიიდან „საქართველოს მეფეები").

როგორც bm.ge-ს ეროვნილი ბანკიდამ აცნობეს, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე "საქართველოს მეფეები", აღნიშნული სერიის ფარგლებში, 2021 წელს დაგეგმილია საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება მეფე დავით IV აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე.

„საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.