მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი სანქციების დაცვის მონიტორინგს ახორციელებს - მესტვირიშვილი

6477385f1ccd4
BM.GE
31.05.23 16:04
526
ეროვნული ბანკი სანქციების დაცვის მონიტორინგს ახორციელებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. მან პარლამენტში სებ-ის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. 

"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკი განსაკუთრებით აქტიური იყო გასულ წელს, რადგან ფინანსური სექტორი შეუერთდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთისა და ბელორუსიის მიმართ. ჩვენ შევქმენით დამატებით განყოფილება სანქციების მონიტორინგის განსახორციელებლად. სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი.

ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს მიღებული კანონი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებით, სადაც ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება რომ ფულის გათეთრების კუთხით მოახდინოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების მონიტორინგი და ზედამხედველობა, რაც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.