საქართველოში უძრავი ქონების ფასები მცირდება, ამის შესახებ ეროვნული ბანკის უძრავი ქონების ფასის ინდექსიდან ხდება ცნობილი.
აგვისტოში ეს ინდექსი ივლისთან შედარებით 9.9 პუნქტით შემცირდა და 424.6 შეადგინა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უძრავი ქონების ფასის ინდექსმა 36.7 პუნქტით იკლო.
ფასების შემცირება COVID-19-ის კრიზისის ფონზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების კლება მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ფასების კორექტირება არ იქნება ისეთივე მკვეთრი, როგორიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო.
“უძრავი ქონებით განხორციელებული ტრანზაქციები 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თბილისში 65 პროცენტით, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 64 პროცენტით შემცირდა. ტრანზაქციების შემცირებაზე, გარდა მოთხოვნის შემცირებისა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია COVID-19 ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემოღებულმა შეზღუდვებმა, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით საჯარო რეესტრის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლამ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც მოსახლეობის შემოსავლები ლარშია, ბაზარზე გავრცელებული პრაქტიკით ბინის ფასების დოლარში კვოტირება გაცვლითი კურსის მერყეობისას დამატებით გაურკვევლობას იწვევს, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ბაზრის აქტივობაზე. მოსალოდნელია, რომ, გაურკვევლობის შემცირებისა და კრიზისის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ ზრდას დაიწყებს.
უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირება საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას განსაკუთრებით ბათუმში შეამცირებს. ბათუმის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო ხასიათისაა, რაც მნიშვნელოვანწილად ტურისტული შემოდინებებით განისაზღვრება. აღნიშნული აჭარის რეგიონს ტურისტული ნაკადების შემცირების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. პანდემიის პირობებში საჰაერო და სახმელეთო გადაადგილებაზე შემოღებულმა შეზღუდვებმა ტურისტული ნაკადები გაურკვეველი ვადით მკვეთრად შეამცირა. შედეგად მოსალოდნელია, რომ ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცემა, რაც, სავარაუდოდ, ფასების შემცირებაშიც აისახება. სექტორის გაჯანსაღება დიდწილადაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსწორებაზე, პანდემიით გამოწვეული რეცესიის სიღრმეზე და ხანგრძლივობაზე,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი