მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტი დავით უტიაშვილმა ჩაიბარა

5dea65672892c
BM.GE
06.12.19 18:25
3880
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტი დავით უტიაშვილმა ჩაიბარა. უტიაშვლი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც აღნიშნული პოსტი ზვიად ზედგინიძემ დატოვა, რომელმაც საქმიანობა International Monetary Fund-ში განაგრძო და აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა.

ეროვნულმა ბანკმა დავით უტიაშვილის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განათავსა.

სებ-ის ინფორმაციით, დავით უტიაშვილი მათს გუნდს 2011 წელს შეუერთდა. იგი პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს Boston University - ისა და ISET - International School of Economics - ის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, გავლილი აქვს პროფესიული კურსები Harvard University - სა და London Business School - ში. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University - ში.

“დავითის ხელმძღვანელობით, ეროვნულ ბანკში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, შემუშავდა ბანკების სისტემურობის ბუფერის, LCR / NSFR - ისა და სტრეს - ტესტირების ჩარჩო. იგი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შემოღებისა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების რეგულირების, ასევე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის შემცირების ერთ - ერთი ინიციატორი”,- ნათქვამია ეროვნული ბანკის პოსტში.