30.იანვარი .2020 18:25

ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საგარეო ვაჭრობის რეპორტი დაემატა

views 135
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის გვერდს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია დაემატა, რომელიც იმპორტისა და ექსპორტის მონაცემების მრავალფეროვანი ანალიზის საშუალებას იძლევა.

მომხმარებელს სასურველი ფილტრებისა და პირობების არჩევის შემდეგ მარტივად შეუძლია ნახოს, თუ რა საქონელი და რომელ ქვეყანში გადის ექსპორტზე ან ხორციელდება იმპორტი.

ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია ჰარმონიზებული სასაქონლო აღწერისა და კოდირების ორნიშნა და ოთხნიშნა დონეზე, დროის სასურველი ინტერვალით, თანხობრივი ან წონითი მაჩვენებლებით.

გარდა ამისა, ვებ გვერდზე ინტეგრირებულია მსოფლიო ქვეყნების რუკა, რომელიც ვიზუალურად წარმოაჩენს ექსპორტ/იმპორტის მონაცემებს ქვეყნების მიხედვით.

საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში.