მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ სასერტიფიკატო კურსები დაიწყო

5e60dc8f37bbc
BM.GE
05.03.20 15:02
725
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ (GFMTA) საფინანსო ბაზრის მონაწილეებისთვის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები დაიწყო.

სასწავლო პროგრამა, რომელსაც კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) გამოცდილი ტრენერები, უძღვებიან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი და ექვს კურსს მოიცავს. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეები სასერტიფიკაციო გამოცდას გაივლიან და საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს მოიპოვებენ.

სასწავლო პროგრამა 26 თებერვალს დაიწყო და მასში მონაწილეობენ - კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საბროკერო კომპანიების, ეროვნული ბანკის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები. ტრენინგები საქართველოს ეროვნულ ბანკში ტარდება.

საგანმანათლებლო საქმიანობა და ქართულ ფინანსურ ბაზრებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამა სწორედ ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.