მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის საბჭო 3 ახალი წევრით შეივსო

60fe85a2111b4
ინგა მურუსიძე
26.07.21 13:51
1139
პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი დაამტკიცა. ნიკოლოზ გაგუა [79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ], ეკატერინე მიქაბაძე [82 მომხრე, არც ერთი წინაღმდეგი] და ეკატერინე გალდავა [82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი] ხმათა უმრავლესობით სებ-ის საბჭოს წევრები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბიუროს გადაწყვეტილებით, მათთვის დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე არ მოუსმენიათ, რაც "გირჩის" წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააპროტესტა, თუმცა - უშედეგოდ.

„კენჭს ვუყრით საბჭოს წევრების არჩევას. შესაძლოა, მათ შორის იყოს ეროვნული ბანკის მომდევნო პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და განხილვის გარეშე რატომ ვაკეთებთ ამას? შეიძლებოდა, უამრავი თემა განგვეხილა და დარწმუნებული ვარ, დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იქნებოდა; გამოდის, რომ ასე სწრაფად უნდა დავნიშნოთ ეს ხალხი?“, - თქვა რაქვიაშვილმა სხდომაზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ კომიტეტების სხდომებზე სებ-ის საბჭოს წევრებს საკმაოდ დეტალურად მოუსმინეს და ბიუროს გადაწყვეტილებით, კენჭისყრამდე პარლამენტში მოსმენა არ გაიმართა.

შეგახსენებთ, სებ-ის 9-წევრიან საბჭოს ამჟამად 8 წევრი ჰყავს. ერთი ადგილი კვლავ ვაკანტურია.