მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეროვნული ბანკის საბჭო უსაქმურია, ის მთავრობის მიერ იმართება“ - რომან გოცირიძე

60e80f48899b7
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.21 13:10
575
„ეროვნული ბანკის საბჭო უსაქმურია, ის მთავრობის მიერ იმართება“ - ეს განცხადება რომან გოცირიძემ დღეს პარლმენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მოსმენაზე განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ემიჯნება ამ პროცესებს და აცხადებს, რომ სებ-ის საბჭოს წევრების დანიშვნა მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.

„სებ-ის საბჭოს დამატებითი წევრის დანიშვნის არანაირი აუცილებლობა არ არის. იმის გამო, რომ ინტერსთა ჯგუფების გაძლიერება მომხდარიყო საბჭოს წევრების რაოდენობა ერთით გაზარდეს. ეს საბჭო უსაქმურია, არაფერს აკეთებს. ფაქტობრივად ეროვნული ბანკი იმართება მთავრობის მიერ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ის ასევე განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ წარგენილი კანდიდატები, რეალურად მის მიერ არ არიან ნომინირებულები და ამ პროცესებში პრეზიდენტი დამოუკიდებელი არ არის.

„არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი ადამიანი. ის სებ-ის საბჭოს წევრების შერჩევის დროს ძალიან დაამცირეს და შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. 2 წლის განმავლობაში პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა ვერ დაამტკიცა. მის მიერ წარდგენილი, არასამთავრობო სექტორიდან შერჩეული ორი კანდიდატურა პარლამენტმა ჩააგდო. ერთადერთი ვინც დაუჭირა მხარი, მე ვიყავი. ერთმა დაასწრო და მოხსნა კანდიდატურა, მეორემ იფიქრა, რომ რადგან პრეზიდენტის დასახელებული იყო, პარლამენტში გავიდოდა. ერთი წელი მოანდომა პრეზიდენტმა კანდიდატურების ძებნას. სინამდვილეში მადლობა პრეზიდენტს კი არ უნდა გადავუხადოთ, არამედ იმას, ვინც პრეზიდენტს დაავალა, რომ თქვენ წარმოგადგინოთ. პრეზიდენტი თავის არჩევანში თავისუფალი არ არის. დღეს წარმოადგინა ორი მინისტრის მოადგილე, რომლებიც უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან და ფაქტობრივად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ნეიტრალური ადამიანების ნაცვლად, რომელიც კონსტიტუციით პრეზიდენტის მიერ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, დღეს მივიღეთ დაინტერესებული ჯგუფების ინტერესებით შეჯერებული ადამიანები ეროვნული ბანკის საბჭოში.

თქვენ ეროვნული ბანკის საბჭოს ვერ გააძლიერებთ, პირიქით თქვენ იქნებით დავალებების შემსრულებელი, ისევე როგორც დღეს ხართ, ოღონდ ამ დავალებას კანონიერად ასრულებთ, ხართ მინისტრის მოადგილე, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი და ემორჩილებით პარტიას. ხვალ როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდებით, დაემორჩილებით არა კანონს, არა თუნდაც ირიბად პრეზიდენტს, რომელსაც წარდგენის შემდეგ არ აქვს არავითარი ზეგავლენა თქვენზე, არამედ დაემორჩილებით იმათ, ვინც შეგარჩიათ. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები ანტიკონსტიუციურ, ხელისგადაგრეხვით და პრეზიდენტის დამცირებით მიმდინარე პროცესს, არ დავუჭერ მხარს კენჭისყრაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ კანდიდატურებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენს, ესენი არიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკო გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ყოფილი ხელმძღვანელი ეკა გალდავა. სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია. თუ პარლამენტმა სამივე კანდიდატურა დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოსტი დარჩება.