03.აგვისტო .2021 12:32

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა
views 495
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილი ნიკოლოზ გაგუამ დაიკავა.

ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძესთან და ეკატერინე გალდავასთან ერთად, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა გასულ კვირას აირჩია. საბჭოს წევრთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატურები პარლამენტს სქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა.

ნიკოლოზ გაგუა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა