მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კონკურსი

60940279bda42
BM.GE
06.05.21 18:49
716
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო. ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და სხვა მომსახურების მიღებას. თუმცა, ამავდროულად იზრდება გარკვეული კიბერ რისკებიც. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხს. სებ-ი რეგულარულად მოუწოდებს მოქალაქეებს სიფთხილის გამოჩენისაკენ.

ამის საპასუხოდ, აუცილებელია სიფრთხილე იმ მოწყობილობების მოხმარებისას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ ფინანსებს განვკარგავთ (კომპიუტერი, ლეპტოპი, სმარტფონი, ა.შ). ასევე, ყურადღება გვმართებს პერსონალური თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემისას (როგორიცაა: პირადი ნომერი, ბარათის პინ კოდი და ა.შ). კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საინფორმაციო პოსტერები, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა.

შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი 4MEDIA-ს პრინტმა მოიპოვა. სააგენტოს ნამუშევარი თბილისის ქუჩებსა და პარტნიორ მედია არხებში განთავსდება.

(NS)