მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკისა და On.Ge-ის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

609e95025b43f
BM.GE
14.05.21 19:17
501
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მედია პლატფორმა On.ge-ისთან თანამშრომლობით, 16 აპრილს ფიშინგის თემაზე საუკეთესო სტატის კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოვლენილია ორი გამარჯვებული. მარიამ ხუჭუა და თათია ბეროშვილი ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს ეროვნულ ბანკში გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, ახლახან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციასთან [ACAG] თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოების თემაზე პრინტ კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის მთავარი მიზანი საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტსივრცეში გამოყენებისას.