24.აპრილი .2020 15:46

ეროვნული გამოცდები შესაძლოა გადავადდეს

views 806
უკან

ეროვნული გამოცდების ჩატარების მექანიზმი არ შეიცვლება - როგორც პრემიერმა განაცხადა, ცვლილება შესაძლოა შეეხოს ვადებს. გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების საკითხებზე დეტალური პრეზენტაცია უახლოს მომავალში გაიმართება.
დღესვე პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე წელი აკადემიურად არ გამოცხადდება.

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება იმიტომ, რომ ეს დიდი თემაა, თუმცა დღეს შემიძლია გითხრათ რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.
განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო გამკლავებოდა შეზღუდვებს და დისტანციული სწავლების მეთოდები როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად დანერგა.

ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებს არაფერი არ ემუქრება, ჩატარდება. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების საკითხი, თუმცა მექანიზმი სრულად იქნება შენარჩუნებული.

პრეზენეტაციას განათლების სისტემის ამუშავების შესახებ გავაკეთებთ ცალკე“ - განმარტა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა