30.სექტემბერი .2020 15:31

ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

views 107
უკან

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, რეგიონული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინაციით, მისი კონტაქტები უკვე მოკვლეულია, ყველა მის პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„ქვედანაყოფში ჩატარებული დამატებითი ეპიდემიოლოგიური მოკვლევისა და დეზინფექციის შედეგად, სამხედრო ნაწილის საკარანტინე ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დამდგარა. შესაბამისად, თელავში დისლოცირებული მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა