მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

628cceb903076
BM.GE
24.05.22 16:20
4582
დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად, 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა.

"2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

2022 წელს სულ სებ-მა ორი აუქციონი ჩაატარა, პირველად 9 მარტს, რომელზეც 39.6 მილიონი გაყიდა, ხოლო მეორედ 24 მაისს, რომლითაც $10 მილიონი შეისყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა. 

პარალელურად, გამყარებას განაგრძობს ეროვნული ვალუტა, რომელიც ბოლო 2 კვირაში აშშ დოლართან მიმართებით 15 თეთრზე მეტად გამყარდა.

ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარი 2.8767 ლარი ღირს.