მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა $30 მილიონი გაყიდა

60816c1d0c251
BM.GE
22.04.21 16:23
650
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $30 მილიონი დოლარი გაყიდა. 

"2021 წლის 22 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4447 შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

რა გავლენა იქონია ამ ინტერვენციამ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზე დღეს, 17:00-ზე გახდება ცნობილი.

გუშინ ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.45 ლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის გაუფასურების რეკორდია.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მისი თქმით, არსებული გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლებია.

„ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორსიგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“ - აღნიშნა ლეჟავამ.