მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა, აუქციონზე დოლარის კურსმა 3.15 შეადგინა

5e7364900bef9
BM.GE
19.03.20 16:25
1049
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი განახორციელა. ინტერვენციის შედეგად, $40 მილიონი დოლარი გაიყიდა. 

"2020 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ამ ოპერაციის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით სავარაუდოდ 3 თეთრით გამყარდება. კურსით, რომელიც დღეს მოქმედებდა ერთი დოლარის ღირებულება 3.18 ლარს შეადგენდა. 

შეგახსენებთ, რომ ეს არსებული გაუფასურების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის უკვე მეორე სავალუტო ინტერვენციაა. პირველი ინტერვენცია 13 მარტს შედგა, რომელზეც $20 მილიონი დოლარი გაიყიდა. 

დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე არაა გასაკვირი, რომ ლარი უფასურდება.

"ბირჟები ჩამოშლილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლარი არის გაუფასურებული. ეს არის ის, რაც არ შეიძლება სხვანაირად მოხდეს,"- განაცხადა გვენეტაძემ. 

ბოლო 10 სამუშაო დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 14%-ით გაუფასურდა.