მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა

62e7c8b898aa1
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 16:35
1566
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი შეისყიდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. ეროვნული ბანკის თანახმად, კურსი, რომელიც ტრანზაქციის დროს დაფიქსირდა 2.75 ლარია. 

"2022 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა," - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ეს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზრიდან დოლარის შესყიდვის მეორე შემთხვევაა. დოლარის შესყიდვის წინა აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა.