მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სემინარს უმასპინძლა

5d84c5946e08c
BM.GE
20.09.19 16:25
739
17-19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკის მხარდაჭერით, "ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის" სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტი, აუდიტის პროფესიონალთა ევროპული ინსტიტუტის დირექტორი რობერტ კორნელისი უძღვებოდა, განიხილეს ინფორმაციული ტექნოლოგების აუდიტთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და თანამედროვე მეთოდები, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგია და მართვა, ბიზნეს უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორებთან ერთად, სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საფინანსო სექტორის შიდა აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებმა. შეხვედრის მონაწილეებისათვის პრეზენტაციები ასევე გამართა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის წამყვანმა შიდა აუდიტორმა, ლისეტ მულდერმა.

"საგულისხმოა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მნიშვნელობა იზრდება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციების კვალდაკვალ, რადგან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის, ფაქტობრივად, ყველა სფერო სწორედ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.